ცესკო საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. 57 უბნის მიხედვით , ''ქართული ოცნება'' 39,6%- ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ''ნაციონალური მოძრაობა'' 33,8%-ით. სხვა პარტიების მონაცემები ასეთია: ''ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატები''- 10,42%; ''უსუფაშვილი - რესპუბლიკელები''- 3,76%; ''შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია''- 3,74%; პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის''- 1,91%; ''დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”- 1,87%; ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”- 1,27%; დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.