აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბლოკებად გაერთიანებისთვის ვადა დღეს ეწურებათ. ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი ბლოკია რეგისტრირებული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია - რესპუბლიკური პარტია“.
რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 26 პარტიამ გამოთქვა.