„ევროპული საქართველოს“ 8 პუნქტიანი რეკომენდაცია მთავრობას. ოპოზიციური პარტია, კოვიდ 19-თან საბრძოლველად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
მობილიზაციის გაწერილი გეგმა, საწოლთა რაოდენობის გასაჯაროვება, სამედიცინო პერსონალის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ძველი სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, რისკ ჯგუფების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად 10 ათასი ტესტის გაკეთება, 112-ისა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების გამართულად მუშაობა - ასეთია პარტიის რეკომენდაციების მოკლე ჩამონათვალი. „ევროპული საქართველო“ მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა პარტიის რეკომენდაციას მხოლოდ ტესტების გაზრდის ნაწილში უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 10 ათასი ტესტის ჩატარების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.