საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კომისიის 9 წევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება ადამიანს საბუნებისმეტყველო, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, ან საინჟინრო მეცნიერების დარგში შესრულებული ნაშრომისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია კი გაიცემა ლიტერატურის დარგში ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს