აბიტურიენტები მეორე შანსს მოითხოვენ

15 სექტემბერი 2020, 19:53 2298 ნახვა

აბიტურიენტები,  რომლებიც ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრნენ, მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ. ისინი  აჭარის მაუწყებელთან შეიკრიბნენ და მეორე შანსის  მოთხოვნით საქართველსო პრემიერ-მინისტრს მიმართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ბარიერი გადალახეს, თუმცა  მაღალი კონკურენციის გამო სტუდენტები ვერ გახდნენ. განათლების სამინისტროში წერილობით  განმარტავენ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამის გადასახედად 3 თვეზე მეტი დრო ჰქონდათ, მათმა ნაწილმა მხოლოდ  ის პროგრამა შეარჩია, სადაც მაღალი კონკურსი იყო და მიღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა  პროგრამაზე მოსახვედრად. უწყებაში აცხადებენ, რომ მეორადი ჩარიცხვა  წინა წლების მსგავსად არც წელს იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი