უცხოეთიდან ვალუტის გადმორიცხვა პიკშია

15 სექტემბერი 2020, 19:51 1473 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.8%-ით მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ყველაზე დიდი წილი შემდეგ ქვეყნებს ჰქონდა: რუსეთი - 18.9% იტალია - 15.1% აშშ - 11.9% საბერძნეთი - 11.2% ისრაელი - 7.7%..საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2020 წლის აგვისტოში 23.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი