ზუგდიდში გიული ალასანიას ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას მართველ გუნდში ეხმაურებიან. გიორგი ვოლსკი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ექსპრეზინდეტის ჯერ მეუღლის ახლა კი დედის კანდიდატად შესაძლო წარდგენას არასერიოზულად მიიჩნევს, ოპოზიციურ პარტიაში ახალი სახეების დეფიციტზე საუბრობს რატი იონათამიშვილი. თავად გიული ალასანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზუგდიდი მნიშვნელოვანი რეგიონია, თუმცა ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.