დღევანელ საინფორმაციო ველში კორონავირუსის გარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა მოხვდა, ორგანიზაციამ შემთხვევითობის პრინციპით მოსახლეობა ტელეფონით განიხილა, მათ შორის საუბარი შეეხო მათ პოლიტიკურ პრეფერენციებს, საზოგადოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს. ასე მაგალითად ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა არ იცის ზუსტად ვის მისცემს ხმას, ხოლო იმათგან ვისაც ამ კითხვაზე პასუხი აქვს უმრავლესობა მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, თუმცა საკმაოდ დიდია იმათი რაოდენობაც ვინც არ ასახელებს პარტიას, ოპოზიციაში ასეთ პასუხს თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებენ, ხოლო მმართველი გუნდი თვლის, რომ ეს მოქალაქეები მხარს მათ დაუჭერენ.