პარტია სამართლიანობისთვის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე ქალია. ეკა ბესელიამ სიის ათეული წარადგინა. ამბობს, რომ მათ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ თავიანთ სფეროში არიან პროფესიონალები. უკვე ცნობილია, რომ პარტიის სახელით ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატობისთვის იბრძოლებს მირიან პაპუნიძე. ხოლო კახა ცეცხლაძე ქობულეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.