ქუთაისში გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ავეჯი და საოჯახო ტექნიკა.
მეზობლების ინფორმაციით, ბინა სავარაუდოდ 2-მა ახალგაზრდა ქალმა გაქურდა, რომლებიც ბინაში ქირით თითქმის ერთი თვე ცხოვრობდნენ.
მეზობლები ყვებიან რომ ახალგაზრდა ქალებმა მათ თავი რძალ-მულად გააცნეს.
შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს.