აჭარაში, ტრანსპორტში მოქალაქეები პირბადის გამოყენებას თავს არიდებდნენ - ფერაძე

14 სექტემბერი 2020, 15:43 1263 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით აჭარაში მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება პირბადის გამოყენებაზე თავის არიდება.

მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში აჭარაში შემოწმდა 927 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე.

ბექა ფერაძის განცხადებით მონიტორინგის შედეგად აჭარაში დაჯარიმდა 6 სარიტუალო დარბაზი.

"აჭარაში სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება სადაც ადამიანთა მობილობი დიდი ოდენობა იყო ეს არის ბაზრები. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ვითარება დამაკმაყოფილებელი იყო. 

დაახლოებით 150 ობიექტზე მოვახდინეთ ზედამხედველობა, მოხდა მათი გაფრთხილება. რაც შეეხება კლუბებს, ბარებს, რესტორნებს ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ვითარება დამაკმაყოფილებელია.

ჩვენი მხრიდან მოხდა გადამოწმება მსხვილი სავაჭრო ქსელების, სასურსათო მაღაზიების. 8 ასეთი ობიექტი შევამოწმეთ, საიდანაც დაჯარიმდა ერთი ბიზნესსუბიექტი, დანარჩენს მიეცა გაფრთხილება.

 

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს. მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება პირბადის გამოყენებაზე თავის არიდება, ამიტომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, მერიის ზედამხედველობის და შრომის ინსპექციის მიერ სამი დღის განმავლობაში 927 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე.

სოციალური ღონისძიებების აქტიური მონიტორინგი განხორციელდა როგორც აჭარაში ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. აჭარაში მოგვიწია 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება, რადგან მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება, ჯამში ქვეყნის მასშტაბით მსგავსი აქტივობების განხორციელებისთვის 20 ბიზნესსოპერატორი დაჯარიმდა"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი