ცესკო - საპარლამენტო არჩევნებზე  უბნების  40 ქვეყანაში გახსნა იგეგმება

13 სექტემბერი 2020, 18:14 1226 ნახვა

„დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც წინა არჩევნებზე პრაქტიკა გვქონდა საარჩევნო უბნები გაიხსნება“  - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საზღვარგარეთ  მყოფ ამომჩეველებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე  განაცხადეს. ცესკოს  პრეს-სპიკერის ინფორმაციით, უბნების ფუნქციონირება მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ამის გარდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა,  თუ როგორ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე  უცხოეთში მყოფმა ამომრჩევლებმა შეუფერხებლად.  ბოლო საერთო - საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს, საზღვარგარეთ 55 უბანი გაიხსნა  39 ქვეყანაში. საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის - 63 739 ამომრჩეველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი