კონდიდის  მოსახლეობა  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას   ითხოვს   

12 სექტემბერი 2020, 15:31 1292 ნახვა

ბუნებრივი აირის, სასმელი  წყლისა და გარე განათების პრობლემებზე საუბრობენ ქობულეთში,  სოფელ კონდიდში მცხოვრებლები. სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი კი აცხადებს, რომ ისინი 1 წელია ქირით ცხოვრობენ, რადგან კუთვნილი საცხოვრებელი მეწყრულ ზონაშია. 

ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის წევრი  ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა სოფლებში  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობა ძირითადად ჩართული არ არის. ქობულეთის მერიაში გვითხრეს,  რომ წერილობით განმარტებას კონდიდის მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი