კორონავირუსის ახალი კერა ქუთაისში გაჩნდა, COVID 19 დაუდასტურდა ექიმსაც. 2 დღეა, ქალაქში 20-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც ტესტირების მასშტაბები გაიზარდა და საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, ტესტის გაკეთება ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულ კარავში შეუძლია.
პროცესებში იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ეპიდემიოლოგიური ჯგუფია ჩართული.