მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსწავლეები 15 სექტემბრიდან სწავლას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. ხვალიდან იწყება იმ პედაგოგების ტესტირება, რომლებსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
პრემიერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მითითება მიეცა, რომ მზად იყოს 3 000 საწოლი, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანა არ არის მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისთვის, რასაც არც აპირებენ.