ერთ-ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა - პრემიერი

10 სექტემბერი 2020, 12:17 1519 ნახვა

ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მსგავს რიტუალურ ღონისძიებებში ათზე მეტი ადამიანის მონაწილეობა აიკრძალება და ცვლილება შევა დადგენილებაში. 

„რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში, ამ ლოკაციებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.

ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს უბრალოდ მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში