ხვალიდან სკოლების მასშტაბური შემოწმება იწყება

09 სექტემბერი 2020, 18:28 1491 ნახვა

ხვალიდან სკოლების სრულმასშტაბიანი შემოწმება დაიწყება. დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, - ამის შესახებ, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლების და უნივერსიტეტების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი საიდანაც ნაბართვა თითოეულ მათგანზე გაცემულია და პროცესი მიმდინარეობს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით ხვალიდან ბათუმში ინსპექტირება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში