ბათუმში ენმ-ს საარჩევნო ბანერი დააზიანეს

09 სექტემბერი 2020, 11:08 1741 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მიშა ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონის პირველ პირს მოუწოდებს  წინასაარჩევნო გარემო ვანდალური ქმედებების გარეშე წარმართოს. მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ორთაბათუმში, გზაზე გუშინ ღამით   საარჩევნო ბანერი ,,ქართული ოცნები“ს აქტივმა თორნიკე რიჟვაძის დავალებით დააზიანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს  ამომრჩევლების, ნაციონალური მოძრაობის წევრების დაშინება - გადაბირება, ამის შესახებ პარტია კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას უახლოეს დღეებში აანონსებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი