საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებისა, კოორდინაციის და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით „ნატო-2030 პროცესი“ ფარგლებში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული თანამედროვე უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათთან გამკვლავების გზები, ნატო-ს როლი ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში, ალიანსის ეფექტიანობის გაძლიერების პერსპექტივები და შესაძლებლობები.