თურქეთის პარლამენტში ეპიდემიაა

08 სექტემბერი 2020, 19:55 1862 ნახვა

კორონავირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთის პარლამენტში. გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, როგორც თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მუსტაფა სენტოპი ამბობს, ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, ოთხი – ჰოსპიტალიზებულია.

კორონავირუსით 34 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთის პარლამენტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

თურქეთში კოვიდ 19-ის შემთხვევების მატების გამო, პარლამენტში პრევენციული ზომები გამკაცრდა. სავალდებულოა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

თურქეთში 15 მაისის შემდეგ ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში თურქეთში ვირუსი 1 703 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში