წყლის და სანიაღვრე სისტემის პრობლემა

07 სექტემბერი 2020, 10:30 1382 ნახვა

გზის, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ ქობულეთში, სოფელ კვირიკეში. ჭონქაძეების ქუჩაზე მცხოვრები 11 ოჯახი ამბობს, რომ უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ,  იტბორება საკარმიდამო ნაკვეთებიც.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ  საპროექტო დოკუმენტაციის შეძენის შემდეგ ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება, მიმდინარე წელს კი გზის საფარს მძიმე ტექნიკით მოასწორებენ. 

უწყების ინფორმაციით, აჭარის წყლის ალიანსი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გეგმავს განახორციელოს წლისა და წყალანირების სრული რეაბილიტაცია და მათ შორის აღნიშნულ ადგილას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი