ეკატერინე ცინცაძის მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. დამთვალიერებელს ბათუმელი მხატვრის 45 გრაფიკული ნამუშევრის ნახვა შეუძლია.
ისინი მხატვარმა ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნა. გამოფენა 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.