„ლელო-საქართველოსთვის“ უსკოში დარეგისტრირდა

04 სექტემბერი 2020, 11:59 1129 ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოს  უკვე  მიმართეს. დოკუმენტაცია მათ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ერთი საათის წინ წარადგინეს.

ამ დროისთვის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილე 7  პოლიტიკური სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული  მოძრაობა“, „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“, „საქართველო ხალხთა ერთობა - გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, „ გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს  კონსერვატიული პარტია“ და  „ახალი პოლიტიკური ცენტრი“. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია უსკოში დღეს 18 საათზე სრულდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი