ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

02 სექტემბერი 2020, 15:54 1196 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები  ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას განახორციელებენ. ეროვნული გვარდიის ნაკრები  ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა გააცილეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.  ქართველი მშვიდობისმყოფელები  კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო საწვრთნელ მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ  ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი  ამოცანა  ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი