საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის თასის წილისყრა გაიმართა. მერვედფინალურ ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე ეროვნული ლიგა ორის ბინადარი ''გაგრა'' იქნება.
საქართველოს თასზე გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გადავლენ. ბათუმელებს გასვლითი შეხვედრა ''გაგრასთან'' 19 სექტემბერს ელოდება.