ენმ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

01 სექტემბერი 2020, 10:36 1888 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური'' მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

გუშინ დღის ორ საათამდე ხელვაჩაურის მერია პარალიზებული იყო, დაკეტილი იყო თითქმის ყველა კაბინეტი.  მმართველი პარტიის ღონისძიებაზე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე აცხადებს, რომ მიშა ბოლქვაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან ხელვაჩაურის მერიის პასუხისმგებელ თანამდებობების პირებს მსგავს ღონისძიებებებზე დასწრების უფლებას კანონი არ უზღუდავს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი