„ქართული ოცნების“ ოფისში დასაქმებულებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - დეზინფექცია ჩატარდა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროშიც

31 აგვისტო 2020, 18:16 1635 ნახვა

10-მდე ადამიანს აუღეს კვლევისთვის ნიმუში ბათუმის სასტუმრო ,,ირე პალასში“, სადაც სამთავრობო დაცვის 6 თანამშრომელი იმყოფებოდა, მათ სავარაუდოდ კონტაქტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან ქონდათ. ანალიზის პასუხები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.

კორონავირუსზე გამოიკვლიეს ქართული ოცნების ლიდერები თბილისსა და ბათუმში, რადგან კოვიდ-19 პარტიის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებს გამოუვლინდათ.

დაცვის თანამშრომლის ინფიცირების გამო ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. დღეს ქვეყანაში კოვიდ-19 -ით ინფიცირების 18 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 აჭარაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში