''ქართული ოცნება'' მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს ხელვაჩაურში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით პარლამენტის დეპუტატობისთვის სამი მოწვევის პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კი შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს. დღესვე მოსახლეობას ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს.