“არცერთი დაბა, არცერთი ხეობა არ დაგვრჩება თანამედროვე გზების და ინფრასტრუქტურის გარეშე” - თორნიკე რიჟვაძე

31 აგვისტო 2020, 11:45 1463 ნახვა

"ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ორ ძალიან ღირსეულ ადამიანზე, რომლებიც ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში"- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურში მოსახლეობისთვის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ ხელვაჩაურთან მიმართებაში დამატებით გავითვალისწინებთ ყველაფერს სიის შემადგენლობაში, რომ არცერთი მუნიციპალიტეტი არ დაგვეჩაგროს და ყველას ყავდეს თავისი მაცხოვრებელი, მეზობელი წარმომადგენლობით ორგანოებში.

არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს 2012 წლიდან დღემდე და ამ ყველაფერზე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს როგორც სოფლის, ასევე დაბის დონეზე თქვენთან აქტიური კომუნიკაცია. ყველა ეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს, როგორც სოციალური, ისე კაპიტალური პროექტების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მაქსიმალური ხარისხით განხორციელებას მიზნად ისახავს, რომ თითოეულმა ხელვაჩაურელმა თავის თავზე, თავისი ოჯახის კეთილდღეობის დონეზე იგრძნოს ეს მიღწევები. გვაქვს არაერთი მიღწევა ამ 8 წლის განმავლობაში როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მალე გაზიფიცირებაც დასრულდება და ყველა მიიღებს უკვე საკუთარ ოჯახში გაზმომარაგებას. ასევე ძალიან მალე ჩვენ ერთად განვავითარებთ წყალანირების სისტემებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ხელვაჩაურში მწვავედ აღარ იდგეს უკვე წყალმომარაგების პრობლემა არცერთ დასახლებულ პუნქტში. ჩვენ ცენტრალურ მთავრობასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, არცერთი ხეობა არ დაგვრჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე.

ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი თანადგომა და ჩვენ ბუნებრივია მოველით და გვაქვს იმის იმედი, რომ თქვენ კიდევ ერთხელ გვერდში დაგვიდგებით, რომ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი, გავაგრძელოთ იმ ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს კიდევ ერთხელ ჩაეყარა საფუძველი"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი