ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

30 აგვისტო 2020, 21:43 1213 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

„ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი