ცხინვალში საპროტესტო აქციები გრძელდება

30 აგვისტო 2020, 12:58 2700 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში უკვე მესამე  დღეა არეულობა გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების გამო, ქალაქში  უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა, ქალაქში მილიციის რაზმები დგანან. ე.წ. მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. დააკავეს რამდენიმე სამართალდამცველი, რომელთაც წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ. თუმცა, მოსახლეობა ამას საკმარისად არ მიიჩნევს და ე.წ "გენერალური პროკურორის" გადაყენებასაც მოითხოვს.

დაკავებისას ნაწამები 28 წლის მამაკაცის დაღუპვის შემდეგ კიდევ ერთი დაკავებულის - ნიკოლაი ცხოვრებოვის ფოტოები გავრცელდა, რომელიც ასევე ნაცემია და კრიტიკულ მდგომარეობაში ზნაურის საავადმყოფოში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ფიზიკური დაზიანებები აქვს.

მიუხედავად ამისა ქართველი ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში ვითარება დასტაბილურდება. მთავარი მიზეზი - კრემლის ფაქტორია. კონფლიქტოლოგების აზრით, პუტინის რეჟიმი ესკალაციას არ დაუშვებს, თუნდაც ამისთვის ე.წ მთავრობის სრულად  შეცვლა გახდეს საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი