ეპიდემიის ქრონიკა

28 აგვისტო 2020, 20:18 945 ნახვა

აჭარაში კორონავირუსი დღეს, 2 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული ბულგარეთის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების კოვიდ ცენტრში მოათავსეს. მეორე შემთხვევა კი, გუშინ დადასტურებული შემთხვევის შედეგად გამოკვლეული კონტაქტია.

რამდენიმე დღის წინ სატვირთო მანქანის მძღოლს დაუდასტურდა კოვიდ-19. გუშინ კი მისი ოჯახის 4 წევრს, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ს პნევმონია აქვს. ჯამში საქართველოში დღეს, კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში