საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ,,ნუგელა“ და ,,ორბი“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრაში გამარჯვება ,,ნუგელა“-მ მოიპოვა.
ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით გაიხსნა. ტურნირი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.