დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპს უახლოვდება და არ არის გამორიცხული, გვიან შემოდგომაზე იგი უკვე დაამტკიცონ. ამირან გამყრელიძის თქმით, არსებობს პირობები, თუ როგორ და რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ ვაქცინის მისაღებად და ამაზე საქართველოც მუშაობს. გამყრელიძის განცხადებით, სწორედ, ეს განიხილეს დღეს საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასგან შესაბამისი დავალებებიც მიიღეს.
2 სექტემბრიდან დაბა მესტია და ლენჯერი, 15 სექტემბრიდან სკოლები და კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები და თეატრები გაიხსნება.- ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება