იამაიკელ სპორტსმენს უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლეგენდარულმა მძლეოსანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მან დააზუსტა, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თავად კი თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს.
8 გზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 11 გზის ჩემპიონმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.