საქართველოში covid-19-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 აგვისტო 2020, 10:20 1674 ნახვა

26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 436-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, ორი სამედიცინო პერსონალია. 

''დაგვემატა მხოლოდ შვიდი ახალი შემთხვევა. აქედან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. ზუსტად არ ვიცი რომელ კლინიკაზეა საუბარი. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია იყო 1150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მონაცემები უცვლელია“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი