ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფლეიოფში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მაიამისთან 99 ით 87 დამარცხდა. სერიაში ამ მარცხის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა და ინდიანა საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
მაიამიდან საუკეთესო გორან დრაგიჩი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შეხვედრაში მონაწილეობას 21 წლის ქართველი კალათბურთელი მუხლის ტრამვის გამო არ იღებდა.