შაქარაშვილის საქმე

25 აგვისტო 2020, 10:02 1049 ნახვა

არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრებიან, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ამ ფორმით სასამართლო პროცესის და გამოძიების მიმდინარეობას აპროტესტებს.

არასრულწლოვანმა გადაწყვეტილება საქმის იმ ნაწილზე მიიღო, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზაბეს, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

საქმის განხილვა მცხეთის სასამართლოში  ხვალ არის ჩანიშნული. ბრალდებული დაესწრება მხოლოდ 109 მუხლზე მიმდინარე პროცესებს, რომლითაც  გამოძიება 5 პირს ჯგუფურად  ჩადენილ მკვლელობას ედავება.  გიორგი გელხაური ფიქრობს რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დაწერილი აქვს. მისგან   განსხვავებით, გამამართლებელ განაჩენს ელოდება გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი