შავი ზღვის მეთოთხმეტე ჯაზ-ფესტივალი დასრულდა. კონცერტის შემდეგ ფოიერვერკი მოეწყო. პანდემიის გამო, წლევანდელი ფესტივალი მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული, სადაც როგორც გამოცდილი ასევე ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კლუბმა უმასპინძლა.