ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა

22 აგვისტო 2020, 15:38 1592 ნახვა

ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია. გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიან გზაზე.

მშენებლობა სრულად ოქტომბერში დასრულდება. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში