გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან საფეხმავლო ბილიკზე გადავიდა და იქ მყოფები დააზიანა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკებში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათგან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ 2 დაშავებული რჩება. მედიკოსების ინფორმაციით ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.