ქუთაისში, ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი კონდიციონერის აგრეგატს გაუჩნდა

21 აგვისტო 2020, 22:53 1583 ნახვა

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ადგილზე, სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი კონდიციონერის აგრეგატს გაუჩნდა.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდაცია კი, დროულად მოხდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური, არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცეცხლი ქუთაისის პირველ პოლიკლინიკაში გაჩნდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი