ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 15 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ერთი, ქობულეთს უკავშირდება. ინფიცირებული ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა. იგი თბილისში დადასტურებული შემთხვევის შედეგად გამოკვლეული კონტაქტია. შუახნის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული ეპიდ კვლევის შედეგად 3 ადამიანი თვითიზოლაციაში, 18 კი კარანტინის რეჟიმში რჩება.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეის მდგომარეობით 26 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსით ქვეყანაში 1 128, აქედან 20 კი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტია.