“თავისუფალი დემოკრატები” რამდენიმე წევრმა დატოვა

20 აგვისტო 2020, 10:03 1240 ნახვა

შალვა შავგულიძემ პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვა. აღნიშნულის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.  

შალვა შავგულიძის განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებს" ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებს. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, პარტიას ტოვებს "თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი