200 ლარიანი დახმარების მისაღებად 600 868 ბავშვი დარეგისტრირდა - გიორგი გახარია

20 აგვისტო 2020, 11:22 2788 ნახვა

200 ლარიანი დახმარების მისაღებად 600 868 ბავშვი უკვე დარეგისტრირდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, პროცესი დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების გაცემა კი სექტემბრიდან დაიწყება.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული პირები დახმარების პროგრამას პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებენ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მშობლებს ბავშვების დარეგისტირებაში დახმარების სანაცვლოდ ფინანსებს სთხოვენ. 

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას ხალხთან ურთიერთობისთვის შუამავალი არ სჭირდება. 

''მთავრობის მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის  პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით უკვე დარეგისტრირდა 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში 366 000 ოჯახს წარმოადგენს.  რა ტქმა უნდა ეს შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე   სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. მისი მიზანი 17 წლამდე ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერაა, განსაკუთრებით ახლა, როცა სასწავლო წელი იწყება, თუმცა ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისაგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ. მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ისედაც ეკუთვნით. 

ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება მორალური  პრობლემა, ასევე შეიძლება ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც იყოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. თითოეულ ჩევნს მოქალაქეს უნდა ვუთხრა, განსაკუთრებით მათ ვისაც ენობრივი ბარიერის პრობლემა აქვს, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტო, ბანკი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაგეხმარებიან სწარაფად და უპრობლემოდ დარეგისტრირებაში.

ეს დახმარება მივა ყველა იმ ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ სჭირდება და განაცხადს გააკეთებს'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი