რეგიონის მზაობა ეპიდსიტუაციის გაუარესებისას

19 აგვისტო 2020, 18:14 971 ნახვა

იქნება თუ არა საკმარისი სამედიცინო რესურსი იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში გაფართოებული ტესტირების შედეგად კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა გამოვლინდება? აჭარის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ კოვიდ მიმღები რესპუბლიკური საავადმყოფო ამ დროისთვის 80 ადამიანს იტევს, თუმცა კლინიკა 170 საწოლზეა გათვლილი და საჭიროების შემთხვევაში ამდენივე პაციენტს მიიღებს. მობილიზებულია 27 სუნთქვის აპარატი, რომელიც კლინიკას ჯერჯერობით არ გამოუყენებია.

ჯანდაცვის უწყებაში ინფიცირებულთა რაოდენობის განსაკუთრებულ ზრდას არ ელიან, თუმცა რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში უკვე იდენტიფიცირებულია 400 საწოლი, რომელსაც საჭიროების შემთხვევში გამოიყენებენ. ბათუმში სამი ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა მოქალაქეებს პისიარ ანალიზისთვის ნიმუშის აღება ოჯახის ექიმთანაც შეუძლიათ. ქობულეთში კი მოქალაქეებმა უფასო პისიარ კვლევისთვის კლინიკა მედჰაუსს უნდა მიმართონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში