შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის მიმართულებით, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობას უკავშირდება, დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გზის სავალ ნაწილზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც დილის 9 საათიდან 21:00 საათამდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობა არ შეეზღუდება.