COVID-19-ის ახალი სტატისტიკა საქართველოში. დღეს, დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყაროები: ლენჯერი, ქობულეთი და სამედიცინო პერსონალია. 4 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომლისგანაც 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში ინფიცირებულებთან შეხებაში მყოფი 27 ადამიანია თვითიზოლაციაში, ქობულეთის ჩაკეტვის საჭიროებას სპეციალისტები ჯერ ვერ ხედავენ.