დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საზოგადოებრივი მოძრაობის ,,შენთან ერთად’’ წევრებმა, ბათუმში, ანწუხელიძის სახელობის ქუჩის მიმდებარედ, ’’სიმბოლური საქართველოს რუქის ფორმის საინფორმაციო დაფა დაკიდეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.