ბაუჰაუსის 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პოლიციის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება გუშინ შევიდა.
განცხადება გაავრცელა თბილისში მდებარე ბაუჰაუს-ის მენეჯმენტმაც, მათი ინფორმაციით ორმა თანამშრომელმა, ბაია ბერუაშვილმა და გიორგი შალამბერიძემ ბარი გუშინ წინ დილით 5:00 საათზე დატოვეს და მას შემდეგ არ გამოჩენილან.